კარასინი - თბილისმა აირჩიოს ან სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი - ეს ერთდროულად რთულია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს

ჩვენ ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ადგილიდან დაიძრა.

„ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან. ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემა. აქაც საკითხი აბსოლუტურად იგივენაირად დგას. მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრინციპიალური სირთულეების გათვალისწინებით, საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა. მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ორ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა კარასინმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია