„ელიავას ბაზრობის” მესაკუთრეთა ნაწილის მიერ მერიისთვის წარდგენილი პროექტები რეკრეაციულ ზონებს, გასართობ ცენტრებსა და სავაჭრო ზონებს მოიცავს

“ელიავას ბაზრობის” მესაკუთრეთა ნაწილმა თბილისის მერიას ტერიტორიის განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა. როგორც ჟურნალისტებს “სანაპირო-საინვესტიციო ჯგუფის” მმართველმა სერგი რუხაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, საუბარია 6,5 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებაზე, რომლისთვისაც 8 პროექტი შეიმუშავეს და თბილისის მერიას მიაწოდეს.

როგორც ჯგუფის მმართველი აცხადებს, მათ მიერ შემუშავებული პროექტები მოიცავს რეკრეაციულ და სავაჭრო ზონებსა და გასართობ ცენტრებს.

“დღევანდელ შეხვედრაზე შევიკრიბეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განვიხილოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტები. ჩვენ გვყავს არქიტექტორების ჯგუფი, რომლებმაც ჩვენი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით გარკვეული პროექტები შეადგინეს, რომელთა გარკვეული ნაწილი მერიისათვის გადაცემულია და მათი შესაბამისი სამსახურებიდან ველოდებით თანხმობას ან კორექტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს პროექტები მოიცავს რეკრეაციულ ზონებს, გასართობ ცენტრებსა და სავაჭრო ზონებს, ეს სამი ძირითადი მიმართულებაა”, - განაცხადა სერგი რუხაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორია სხვა სახით არის წარმოდენილი, მესაკუთრეთა ნაწილმა განვითარების ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა.

“ბიზნეს-ჯგუფმა ჩვენს საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მიხედვით დავამუშავეთ პროექტები, ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვის ტერიტორიაზე ჩვენი პროექტები დავსვათ”,- განაცხადა სერგი რუხაძემ.

შგახსენებთ, რომ თბილისის მერია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად, ხოლო მეორე ნაწილის საზოგადოებრივი-საქმიანი ფუნქციით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ბაზრობის ტერიტორიაზე გარკვეული ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის და ბაზრობაზე დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა