ბექა ოდიშარია - არაფერი სკანდალური იმაში არ არის, თუკი შს მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდება

არაფერი სკანდალური იმაში არ არის, თუკი შს მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდება - გახდება და გახდება, ეს არის პრემიერ-მინისტრის არჩევანი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გააკეთა.

გიორგი გახარიას მიერ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციის შესაძლო შეთავსების საკითხს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაიაც გამოეხმაურა. როგორც ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, შიშები და მოლოდინები კონკრეტული პირების გარშემო შეგნებულად ატეხილი აურზაურია.

“საბჭოს მდივანი, ვინც არ უნდა იყოს, დიდი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი იქნება. გახარია არის ძალიან წარმატებული შს მინისტრი. ამავდროულად, ის არის ვიცე-პრემიერი და შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გადაწყვეტილებებისაგან დისტანცირებული ვერ იქნება. მას უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ტექნიკური თანამდებობა საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად ნამდვილად არ სჭირდება და თუ ის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ქნება, ამას მხოლოდ მივესალმებით, ისევე როგორც სხვა მინისტრების მდივნის პოზიციაში ყოფნას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

უმრავლესობის წევრებმა აღნიშნული განცხადებები დღეს საპარლამენტო უმცირესობის პასუხად გააკეთეს. უმცირესობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ უსაფრთოების ეროვნული საბჭოს მდივანი მისი ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი არ შეიძლება იყოს და აღნიშნული თანამდებობა დამოუკიდებელმა ჩინოვნიკმა უნდა დაიკავოს. გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ხდება ინსტიტუტის პიროვნებაზე მორგება.

“ეს იმიტომ ხდება, რომ საბჭოს მდივანი შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გახდეს - შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ გახარია მდივანი არ გახდება?“, - იკითხა გიორგი კანდელაკმა.

“რა პრობლემაა, რომ გახარია გახდეს? - ეს რა, პრობლემაა?! ბუნებრივია, რომელიმე წევრი გახდება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა კანდელაკის პასუხად.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, მეორე მოსმენით, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას პრემიერ-მინისტრი ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა