დავით სერგეენკო კარასინის განცხადებაზე - ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს მიმართულებას, საით წავიდეს

ცალსახად, მჯერა, რომ ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს განვითარებას და თავის მიმართულებას, საით წავიდეს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

დავით სერგეენკოს შეფასებით, გრიგორი კარასინის განცხადება მუქარანარევი იყო.

„ამ ფორმატის მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრიდან ყველაზე უფრო საყურადღებოდ თვითონ კარასინის მუქარანარევი განცხადება მიმაჩნია, რომ საქართველომ არჩევანი დროზე უნდა გააკეთოს. მე ამაზე შემიძლია, გიპასუხოთ, რომ ცალსახად, მჯერა, რომ ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს განვითარებას და თავის მიმართულებას, საით წავიდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან.

„ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს“, - განაცხადა კარასინმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე