ანონსი 1 მარტი

ანონსი  1 მარტი

1 მარტს, 10:45 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრებიან.

მის.: ალ. ყაზბეგის N12

საკონტაქტო პირი ილონა ხვიჩია - 591 70 54 81

1 მარტს, 11:00 საათზე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში (ციხის საავადმყოფოში) გიორგი მამალაძეს მოინახულებს.

საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 მარტს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრი, სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: სისტემური ხარვეზი ჯანდაცვის სისტემაში, სამედიცინო მომსახურების გაწევა გარდაცვლილ ადამიანებზე.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო ტელ.: 551662525

1 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიგი სისვაძე, სალომე აბესლამიძე და მათი კოლეგები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის“ ფარგლებში ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

1 მარტს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს შეხვდება, სადაც ქვეყანაში სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმირების საკითხებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს განიხილავს.

მის.: დავით აღმაშენებლის N150

1 მარტს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ზეპირ მოსმენას გამართავს.

საკონფერენციო დარბაზი. B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410

1 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „სისტემ კორპს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც უნივერსიტეტში თანამედროვე კიბერ-ტექნოლოგიური მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, განვითარებასა და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდას გულისხმობს.

მის.: ჩარგლის ქ. #73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი ანანო წივწივაძე - 599563455

1 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

1 მარტს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში, ზვიად კუპრავას პროცესი გაიმართება.

1 მარტს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ გამომცემლობა „ინტელექტი“ და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი თანამშრომლობით გელა ჩარკვიანის საიუბილეო საღამო გაიმართება და გელა ჩარკვიანის ახალი წიგნის -„ნაგერალა 80“-ის პრეზენტაცია მოეწყობა.

მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკი“, მეოთხე სართული.