საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ეროვნულმა ნაკრებმა, საქველმოქმედო მიზნით, 300 000 ლარი გადარიცხეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინიციატივით, საქველმოქმედო მიზნით 300 000 ლარის ოდენობის თანხას საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდი თანაბრად მიიღებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ - სწორედ ესაა ის სამი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები ეხმარებიან.

თანხა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებში გადაირიცხა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის პირველობისთვის მიიღო. ფედერაციის ინიციატივით, თანხის ნაწილი, პრემიის სახით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.

„ქართული ფეხბურთის სახელით, ეროვნულ ნაკრებთან ერთად განხორციელებული ამ აქტივობის მთავარი მიზანი ისაა, რომ დავეხმაროთ იმ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდებათ. აქვე, გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე ამ ბავშვებზე ზრუნვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აიღო და უკვე წლებია, ამ მისიას ემსახურება.“ - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა