სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისის და მიროტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა