ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციას - თქვენი მხრიდან მხოლოდ არაკვალიფიციური ბრალდებები ისმის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ზონალური პარკირების საკითხის განხილვისას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიცია დადებითი სიახლეების გადაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.

„თუ ეცდებით, რომ გადაფაროთ ეს ყველაფერი, კვალიფიციურად მაინც გააკეთეთ და ცოტათი მაინც გაგვირთულეთ პასუხის გაცემა, თორემ ასეთი არაკვალიფიციური გამონათქვამები ალბათ არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში არ ისმის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანმა გენერალური გეგმის დამტკიცებისა და ქალაქის სწორი დაგეგმარების მნიშვნელობასა და ,,სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზეც ისაუბრა.

„როცა საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ,,სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტით ამ ქალაქში არაფერი შეცვლილა, უნდა შეგახსენოთ, რომ ,,სითი პარკი“ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ პირობებს და ასევე არ შეასრულა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ვალდებულებები. გასაჩივრებული ჯარიმების 70% საქალაქო სამსახურის ან სასამართლოს მიერ ბათილდებოდა. როდესაც კერძო კომპანიას საჯარო უფლებამოსილებას გადმოგცემენ, შენ ხდები ადმინისტრაციული ორგანო ხელშეკრულებით, ეს კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო ინტერესები უნდა გაითვალისწინო და კორპორატიულ ინტერესებზე მაღლა დააყენო. დღეს ადამიანებს მანქანებს არ პარავენ და მათ კანონის შესაბამისად აჯარიმებენ. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკა, თუ როგორ არის ყველაფერი გაუმჯობესებული“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა