საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ირლანდიელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა  გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ირლანდიელ ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა თემატური მოკვლევის მექანიზმების გაცნობას დაეთმო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, ვესტმისტერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს. სტუმრებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მისი ანალიზი. ასევე იმსჯელეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ფუნქციის - თემატური მოკვლევის ეფექტიანი განხორციელების გზებზე.

„ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ხდება რეგლამენტის ახალი ნორმების პრაქტიკაში დანერგვა, ამიტომ მნიშვნელოვანია თემატური მოკვლევის სამთვიანი ვადა სწორად იქნას გამოყენებული და სწორად მივყვეთ პროცესს. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, რომელთაც ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში საკომიტეტო მოკვლევის დიდი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მომხსენებელიც ნინო გოგუაძეა. თემატური მოკვლევის ჯგუფი სამი თვის განმავლობაში იმუშავებს მოცემულ საკითხებზე. პროექტს მხარდაჭერას ვესტმისტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) უწევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა