ვალერიან შიუკაშვილი ფლორენციის დუომოს ცენტრში გამართული საქველმოქმედო კონცერტისთვის დელ ბლანკოს ფონდმა დააჯილდოვა

ვალერიან შიუკაშვილი ფლორენციის დუომოს ცენტრში გამართული საქველმოქმედო კონცერტისთვის დელ ბლანკოს ფონდმა დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტს 5 კონტინენტის 47 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის: დიპლომატიური კორპუსის წევრები, პროფესორები, მინისტრები, ექსპერტთა გენერალური ანსამბლეა და სხვა.

„კონცერტით შემოსული თანხით უგანდაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აშენდება სახლები, რომლებზეც თითბერის დაფები იქნება მიკრული და ვალერიან შიუკაშვილის სახელი, როგორც პროექტის მონაწილის ამ დაფაზე იქნება გამოსახული. ქართველი პიანისტი მედიჩების საქმიანობის გამგრძელებლისა და შთამომავლის, ფლორენციელი ქველმოქმედისა და ბიზნესმენის, პაოლო დელ ბიანკოს მიწვევით გამართავს კონცერტს. პაოლოს სურვილი იყო, რომ 1 მარტს დაგეგმილი ვალერიან შუკაშვილის პერფორმანსი აგრეთვე, მიეძღვნა საქართველოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთვის. პაოლო დელ ბიანკო გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, სამხატვრო აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი ფონდი „ცხოვრება ტურიზმის მიღმა“, ორიენტირებულია მსოფლიოს 85 ქვეყანაზე.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მირ ნაჩუქარი წმინდა ნინოს ჯვრის გადაბრძანება დელ ბიანკოს მუზეუმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt-ის მოწვევით, 3 მარტს „თბილისი რუმსის“ Garden Hall-ში დედის დღისადმი მიძღვნილ საფორტეპიანო კონცერტს გამართავს. ქართველი პიანისტი ცხრა საერთაშორისო კონკურსების გრან პრის მფლობელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა