ანონსი  4 მარტი

4 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმროში “თბილისი მარიოტი“, კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.

თემა: სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები და პროცედურები.

4 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

4 მარტს, 11:30 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

4 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გრიგორი კარასინის მუქარა; რუსული მედიის ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთი საქართველოს საზღვართან დამატებით დივიზიებს ათავსებს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

4 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი “თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენს.

4 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატის შესარჩევის კომისიის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

4 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების ანგარიში - პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტში დაცული უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშები.

მის.: უნივერსიტეტის ქ. N11, ცენტრალური ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.

4 მარტს , 13:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

4 მარტს, 14:30 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდება.

მის.: ალექსანდრე ყაზბეგის #15, სასტუმრო „რამადა ენკორი“

4 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

4 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 მარტს, 18:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რადიო პროექტის, არაფორმალური განათლების პროექტების და კლუბების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გუდიაშვილის ქ. #5; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 59 34 31

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს