მკურნალობის ახალი ეტაპი: ძვლის ტვინის გადანერგვა (R)

დღეისთვის, სერიოზული, ადამიანის სიცოცხლისთვის, საშიში დაავადებების მკურნალობა, ხორციელდება ძვლის ტვინის გადანერგვის საშუალებით. ღეროვანი უჯრედის გადანერგვით ხდება მწვავე ლეიკოზის, ლიმფომის და მემკვიდრეობით გადაცემული სისხლის დაავადებების დაძლევა. სამეცინერო კვლევების საფუძველზე ვლინდება, რომ აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებას დადებით შედეგამდე მივყავართ.

რა დაავადებების დროს ხდება ძვლის ტვინის გადანერგვა და რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო დადებითი შედეგისათვის, გვიყვებიან კლინიკა ,,აჯიბადემ ატაკენტის“ წამყვანი სპეციალისტები: ჰემატოლოგი, პროფესორი სამი კარტი, დოცენტი ანტ უზაი, ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრის ონკოლოგი, პროფესორი ოქან კუჟანი.

პროფესორი, სამი კარტი, გვესაუბრება ძვლის ტვინის გადანერგვის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ. ძვლის ტვინის გადანერგვა - ეს არის იგივე ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, მეთოდოლიგიის გამოყენებისას ძვლის ტვინი იყო დაკვირვების მთავარი ელემენტი და სწორედ ამიტომი მიიღო აღნიშნული სახელწოდება. პროცედურა შესაძლებელია იყოს ორი სახის: ავტოლოზური და ალოგენური. ავტოლოზური ტრანსპლანტაციის დროს ხდება პაციენტის ღეროვანი უჯრედის აღება, ხოლო ალოგენურის დროს, პაციენტის მშობლის, ძმის, დის, ნათესავის ან იმ ადამიანთა ღეროვანი უჯრედის, რომელიც შეეთვისება პაციენტის უჯრედს. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ძვლის ტვინის დისფუნქციის და უკმარისობის დროს, შემდეგ დაავადებებთან: ლეიკემია, ლიმფომი, აპლასტიკური ანემია, მიელოდეზიპლასტიკური სინდრომი და მემკვიდრეობით დაავადებების მქონე ბავშვთა მკურნალობა.

დისფუნქციური ძვლის ტვინის გადანერგვის დროს, იღება პაციენტის ღეროვანი უჯრედი და დონორის ალოგენური ტრანსპლანტანტი, სისხლში ხდება ახალი უჯრედების გამოყოფა და იმუნური სისტემის გაძლიერება. განახლებული იმუნური სისტემა იწყებს აქტიურ ბრძოლას კიბოს უჯრედებთან და ახდენს მის დაშლას.

ავტოლოზური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია ხორციელდება განსხვავებულად, პაციენტს დიდი დოზით უკეთებენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს, რათა მოხდეს კიბოს უჯრედების განადგურება, აღნიშნული მეთოდოლოგია აფერხებს ძვლის ტვინის ფუნქციონირებას, მის აღსადგენად კი პაციენტს უბრუნებენ ადრე აღებულ ღეროვან უჯრედებს.

ავტოლოზური ტრანსპლანტაციისთვის, სავარაუდო, ზედა ასაკობრივი ზღვარი არის 65 წელი, მაგრამ ყველაფერი შფარდებითია, ტრანსპლანტაცია შესაძლებელია, როგორც 75 ისე 80 წლის ასაკში. არ შეიძლება მკურნალობაზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ 70 წლის ხართ. პაციენტის წლოვანება განისაზღვრება არა პასპორტით არამედ ბიოლოგიური ასაკით.

ალოგენური ტრანსპლანტაციის დროს, დადებითი შედეგისა და ნაკლები გართულებების შანსი, 55 წლამდე ასაკის ადამიანებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არ შეიძლება უარის თქმა მკურნალობაზე ასაკის გამო, როგორც ნათქვამია, ყველაფერი ბედისწერაა.

ისეთი დაავადებების, როგორიცაა ლეიკემია, მიელომა, ლიმფომა, მკურნალობის ეფექტურობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ კონტროლირებადია დაავადება. თუ ავთვისებიანმა უჯრედებმა მიიღეს აქტიური ფორმა, რთულია დადებითი შედეგის გარანტირება.

ავტოლოზური ტრანსპლანტაციის დროს, ხდება პაციენტის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, პაციენტს დიდი დოზით უკეთებენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს. შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ცენტრალურ ნევრულ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ქიმიოთერაპიის შედეგია და არ არის დაკავშირებული ძვლის ტვინთან, ტრანსპლანტაცია პირიქით მიმართულია იქეთკენ, რომ ეს დისკომფორტი დაყვანილი იყოს მინიმუმამდე.

ქიმიოთერაპიამ შესაძლებელია უნაყოფობა გამოიწვიოს, ეს აუცილებლად უნდა განესაზღვროს წინასწარ პაციენტს. ალოგენური ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებულმა ქიმიოთერაპიულმა პრეპარატებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციები.

არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის ორგანიზმი, ვერ ეგუება დონორის მიერ გადანერგილ ძვლის ტვინს და პირიქით. ამ დროს, პაციენტს უხდება გაუმკლავდეს ორ დავადებას ერთდროულად. წინასწარ, შეუძლებელია, იმის განსაზღვრა, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამ თუ იმ პაციენტის მკურნალობას. ლეიკოზის მკურნალობისას, ტრასპლანტაცის შემდეგ, შესაძლებელია პაციენტმა დაჰყოს სავადმყოფოში 15 ან 30 დღე. გაწერის შემდეგ კი, დაახლოებით ნახევარი წელი უნდა იყოს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

გადანერგვის შემდეგ, შესაძლებელია გაჩნდეს პრობლემები „შეგუებასთან„ დაკავშირებით. შეთვისების დროს, ღეროვანი უჯრედები უბრუნდებიან დისლოკაციის ადგილს. ახალი უჯრედები კი, ფორმირებას იწყებენ დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ. შეგუება, შეთვისება არის ეთგვარი რეგენერაციის პერიოდი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს ნორმალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამოდენიმე თვის შემდეგ ვლინდება ინფექციური დაავადებები, სუსტდება იმუნური სისტემა, ზოგჯერ ღეროვანი უჯრედები განთავსდებიან სათანადო ადგილზე და იწყებენ გენერირებას ახალი უჯრედები, მაგრამ ამ ახალი უჯრედების ათვისება უჭირს პაციენტის ორგანიზმს. აღნიშნული პროცესი ცნობილია, სახელწოდებით ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ. პირველი 100 დღე დაავადება მძლავრად პროგრესირებადია, შემდეგ კი ღებულობს ქრონიკულ სახეს. ასე რომ, ერთი დავადების გაქრობის ფონზე ვლინდება მეორე.

პირველად, ძვლის ტვინის გადანერგვა განხორციელდა 20-30 წლის წინ. მაშინ ავტოლოზური ტრანსპლანტაციის შემდეგ, სიკვდილიანობა 5 %-ს შეადგენდა, ხოლო შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, 1%-ზე ჩამოვიდა. თუ პაციენტის ჯანმრთელობა შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ დროს დადებითი შედეგის ალბათობა 99% - ს შეადგენს. აქაც მონაცემი ვარირებადია და დამოკიდებულია უშუალოდ პაციენტზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საშუალო მონაცემი შესაძლებელია შეადგენდეს 70% -ს.

ძვლის ტვინის გადანერგვის დროს გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, როგორიცაა, პაციენტის მდგომარეობა, რომელ სტადიაზეა დაავადება, რა სიმპტომატიკით ვლინდება დაავადება, ასევე , მთავარი ექიმისა და სხვა დანარჩენი პირების პროფესიონალიზმი, ვინც მონაწილეობს გადანერგვის ოპერაციაში. კლინიკაში „Acibadem”, თქვენს განკარგულებაშია ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიები და უმაღლესი დონის პროფესიონალები.

აჯიბადემის წარმომადგენლობა საქართველოში;

ჭავჭავაძის გამზირი 58;

+995 32 2 158500

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა