დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა. დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, არსებობდა საფრთხე ცეცხლი სხვა სახლებზეც გავრცელებულიყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის კერების ლოკალიზება.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე ათი სახანძრო ერთეული ბრიგადა მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა