ჯონ ბოლტონის განცხადებით, ტრამპი მზად არის კვლავ შეხვდეს კიმ ჩენ ინს, როდესაც საამისოდ შესაფერისი მომენტი დადგება

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებით, დონალდ ტრამპი მზად არის კვლავ შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, როდესაც საამისოდ შესაფერისი მომენტი დადგება.

ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის შეთავაზებას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე დადგენილი ვადები არ აქვს.

„რაღაც დადგენილი ვადები არ არსებობს. როგორც განვაცხადე, პრეზიდენტი მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები და კვლავ შეხვდეს კიმ ჩენ ინს, როდესაც საამისოდ შესაფერისი მომენტი დადგება“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ.

ჯონ ბოლტონმა ასევე შეაფასა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართული შეხვედრა.

„მე ამ შეხვედრას წარუმატებლად არ მივიჩნევ. ეს არ იყო წარუმატებლობა, ვინაიდან აშშ-ს ეროვნული ინტერესები ხელშეუხებელი და დაცული დარჩა“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა