მირზა სუბელიანის ადვოკატი - მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი ინტერესითაა განპირობებული

მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესითაა განპირობებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ მირზა სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც პოზიციას თავად მირზა სუბელიანთან შეათანხმებენ.

"ჩვენი მოთხოვნა მირზა სუბელიანისთვის მსუბუქი სასჯელის შეფარდება იყო. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო ის, რომ დანაშაული განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არსებობდა დამამძიმებელი გარემოებები. თუმცა, სასამართლომ ბრალდების გადაკვალიფიცირება მოახდინა დანაშაულის დაფარვაზე.

რაც შეეხება იმას, ვთვლით, თუ არა სასჯელს სამართლიანად, მიმაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა სამართლის საფუძველზე იყო დაფუძნებული, მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესითაა განპირობებული", - განაცხადა ჩალაურმა.

დღეს მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მირზა სუბელიანს პატიმრობის ვადა 4 თვეში ეწურება, 9 ივლისს კი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა