ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება.

მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. ქუთაისიდან თბილისში დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემდეგ, სამუზეუმო ექსპონატები რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა აღადგინა, რომელიც საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორია.

„აქტიურ ფაზაშია ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის მუზეუმოგრაფიის კონცეფციის შემუშავების პროცესიც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმის სპეციალისტები ამზადებენ. კონცეფციამ სამუზეუმო სივრცის საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გარემოდ ქცევა უნდა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ ქუთაისში კლასიკური მუსიკის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე დოკუმენტის საფუძველზე სააგენტოს მიერ მომზადდება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტიც. სააგენტოს ორგანიზებითვე, ახლო მომავალში ფალიშვილის ქუთაისის სახლ-მუზეუმსა და შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამომავლოდ ქართველი კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად განაპირობებს. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელშეწყობის უზრუნველყოფის ვალდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე 1 წელია ნებაყოფლობით აქვს აღებული.

სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივით, მიმდინარე წელსვე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიული შენობა ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იქნება წარდგენილი. სათანადო დოკუმენტაციას უწყების კვლევის სამსახური უკვე ამზადებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა