კობა დავითაშვილი 2006 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე სასამართლოში დაიკითხა

კობა დავითაშვილი 2006 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორმა, მაია სილაგაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე განსასჯელი პირის მიმართ, რომელიც ამჟამად ძებნაში იმყოფება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.

„სასამართლო არსებითად განიხილავს ერთ-ერთი განსასჯელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, სადაც დაზარალებულია კობა დავითაშვილი. საქმე ეხება 2006 წლის ივნისში მომხდარ ფაქტს, როცა გარკვეული პირი აპირებდა კობა დავითაშვილზე პოლიტიკური და მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავდასხმის მომზადებას.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა თავად დაზარალებული, კობა დავითაშვილი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია 2006 წლის 7 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. შემდეგ პერიოდში ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოადგენს სხვა მოწმეებს და სხვა მტკიცებულებებს. მოლოდინი გვაქვს, რომ განსასჯელის მიმართ, რომელიც ამჟამად ძებნილია და საქართველოში არ იმყოფება, გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი“, - აცხადებს სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილზე, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა 2006 წელს განხორციელდა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია გიორგი კურტაევი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.

საქმეზე სასამართლო განხილვები 2015 წელს დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა