ვლადიმერ პუტინმა 1987 წლის ხელშეკრულებიდან გასვლის ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულების შეჩერების თაობაზე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

შეთანხმების შეჩერების შესახებ კრემლის ლიდერმა 2 თებერვალს განაცხადა - მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-მა მიიღო.

ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ტექსტი კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

1 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცალმხრივად აჩერებს ყველა ვალდებულებას, რომლებიც აღებული აქვს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას 1987 წელს და იწყებს შეთანხმებიდან გასვლის პროცედურას.

2 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედება სარკისებური იქნებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა