საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში კინტრიშის ხეობაში - სოფელ ხინოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბიძგები დაბა ჩაქვში, ბათუმში, ქედასა და გურიაში იგრძნობოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს უწყებაში შეტყობინება არ შესულა, ასევე შეტყობინება არ შესულა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.