ეკა ბესელია - ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმებოდი და მას წარმატებას ვუსურვებ

ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი და მას წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას. ბესელიას განცხადებით, ის ღარიბაშვილს გულშემატკივრობს, თუმცა მმართველ პარტიას სისტემური ცვლილებები სჭირდება.

„ირაკლის წარმატებას ვუსურვებ, თუ ის გააქტიურდება იმიტომ, რომ მე მას ვგულშემატკივრობ, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები შიგნით. ეს უკვე მათი საქმეა, თუმცა ჩემი გადასახედიდან, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა უთანხმოებების უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ შეიძლება არჩევნების პერიოდში აქტიურდებოდეს პოლიტიკური პარტია და ისიც არ შეიძლება, რომ პარლამენტში ეცნობოდნენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც ერთი პარტიის სახელით შემოდიან. როგორც წესი, პარტიიდან უნდა იზრდებოდნენ ხოლმე კადრები, გარკვეულ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს მათი ეტაპობრივი ზრდა და პარლამენტში ერთმანეთს არ უნდა ვეკითხებოდეთ: "უკაცრავად თქვენ საიდან ბრძანდებით? ადრე რას საქმიანობდით?" ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის და დამერწმუნეთ, ასეთი პოლიტიკოსების ან პოლიტიკოსობის მსურველთა ერთმანეთთან გაზავება შეუძლებელი ხდება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებს თუ არა ღარიბაშვილი სისტემურ ცვლილებებს, ბესელიამ უპასუხა, რომ ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ შეძლებს.

„უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში და მმართველ პარტიაშიც უნდა არსებობდეს ფუნქციების გადანაწილების და საპასუხისმგებლო პოზიციებზე ადამიანების შერჩევის სწორი კრიტერიუმები. თუ ეს მოდელი გამართული არ არის, ერთი ადამიანი ვერც პარტიაში და ვერც ქვეყანაში ვერ წარმართავს პროცესებს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება