აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის და სოციალური მუშაკების მუშაობა დამატებით პროფესიულ გარანტიებს საჭიროებს

როდესაც ექიმი ვიღაცას დახმარებას აღმოუჩენს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება და ამ მომენტში მას ხელს უშლიან, ასეთი ქმედების ჩამდენმა სისხლის სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი, - ამის შესახებ პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის და სოციალური მუშაკების მუშაობა დამატებით პროფესიულ გარანტიებს საჭიროებს, რაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების დონეზე უნდა იყოს გაწერილი.

„რაც შეეხება ინიციატივას გარკვეული დამატებითი პროფესიული გარანტიების შესახებ, რომელიც ეხება ძალადობის პრევენციას, როდესაც თვითონ სოციალური მუშაკი ხდება ძალადობის პოტენციური მსხვერპლი, ჩვენ შესაბამისი კვლევა ჩავატარეთ და კომიტეტში ისედაც ვამზადებდით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების პროექტს, რომლითაც გამკაცრდებოდა პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს საფრთხე შეექმნა. მაგალითად, როდესაც ექიმი ვიღაცას დახმარებას აღმოუჩენს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება და ამ მომენტში მას ხელს უშლიან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყოს ამაზე. ჩემი აზრით, ამაზე პროფესიული თემის მხარდაჭერაც გვექნება. ასევე ჩვენ აუცილებლად თვალყურს მივადევნებთ იმ 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა. ფსიქოლოგების თემა ძალიან რთული საკითხია. ეს არ არის ტრანსპორტირების თემა, აქ საუბარია კვალიფიციური კადრების არსებობაზე. სამწუხაროდ, საქართველოში საერთოდ სულ 3 ნორმალური ფსიქოთერაპევტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ, განსაკუთრებით როდესაც რეგიონებზე ვსაუბრობთ, იქ ფსიქოლოგების იდენტიფიცირება რთულია და მაქსიმალურად სწრაფად უნდა მივიღოთ ზომები“, - აღნიშნა ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა