კარლო კოპალიანი - ქვეყნის გაუბედურების შემოქმედნი ყოველ წუთს ივანიშვილს რომ ახსენებენ, იგივეა, გარყვნილმა ქალმა პატიოსანს ცხოვრების წესი დაუწუნოს

ქვეყნის გამაუბედურებლები ყოველ წუთს ბიძინა ივანიშვილს რომ ახსენებენ, იგივეა, რომ გარყვნილმა ქალმა პატიოსან ქალს ცხოვრების წესი დაუწუნოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოვითხოვ პროკურატურისგან, წინა ხელისუფლების დროს ბანკების დაყაჩაღების საქმეების გამოძიების ტემპი შეცვალოს და საქმეები მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე. 6 წელია გასული, რაც ეს ხალხი ითხოვს წართმეულის დაბრუნებას და იმ ხალხის დასჯას, რომლებიც შეიძლება ამ დარბაზშიც კი სხედან და ახლა რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ისინი სისხლით და ცრემლით აუბედურებდნენ და წიხლის ქვეშ ჰქონდათ გაგდებული ქვეყანა. ეს დაგვავიწყდა? ამის შემოქმედნი ყოველ წუთს ივანიშვილს რომ ახსენებენ და ათას სისულელეს აბრალებენ, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ის, რომ გარყვნილმა ქალმა პატიოსან ქალს ცხოვრების წესი დაუწუნოს“, - განაცხადა კოპალიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს