რამაზ საყვარელიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ეს ძველი გვარდიის მობრუნების, მათი სიმპატიების დამსახურებისთვის გადადგმული ნაბიჯია

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება „ძველი გვარდიის მობრუნების, მათი სიმპატიების დამსახურებისთვის გადადგმული ნაბიჯია“.

როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმ პირობის გაგრძელებაა, რაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ძველი გვარდიის მისამართით გააჟღერა.

ექსპერტის მოსაზრებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შედეგად ძველი გვარდია და ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიმართ მეტი ნდობით განიმსჭვალება.

„ქართული ოცნების ამომრჩევლის 50%, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სახლში დარჩა, უკმაყოფილო იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არამკაფიო დამოკიდებულებით, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანობის აღდგენის გადავადებით და ა.შ. მათი უკმაყოფილების ბევრი მიზეზი სწორედ „ქართული ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაში იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მძაფრად კრიტიკული იყო ღარიბაშვილი, შესაბამისად, იმ 50%-დან, რომელიც მაშინ სახლში დარჩა, ბევრი ალბათ უფრო იმედიანად იქნება და მეტი შანსია, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო ყუთებთან მივა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება