ირმა ინაშვილი - თუ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყება, მე ამას მხარს დავუჭერ

თუ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყება, მე ამას მხარს დავუჭერ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინაშვილის შეფასებით, ეს თავად კობახიძისთვისაც სასიკეთო იქნება.

„დიდი ხანია იმაზე ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე-სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და ეს მთელი ამ 2 წლის მანძილზე არ ყოფილა. მე ამაზე 2 წელია ვსაუბრობ. ამ 2 წლის მანძილზე არაერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყება, მე ამას მხარს დავუჭერ. ეს პირადადაც ვუთხარი ირაკლი კიბახიძეს. ეს სასიკეთო თვითონ ირაკლი კობახიძისთვის იქნება, მაგრამ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, დაახლოებით 2 წელში ეს პარლამენტი მუშაობას დაასრულებს. ეს დროც გასათვალისწინებელია, რომ მოკლე პერიოდია დარჩენილი," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა