ნუკრი ქანთარია ირაკლი ღარიბაშვილზე - ბუნებრივია, მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება

ეს არის ალბათ ცვლილება, რითაც იწყება დიდი ცვლილებები, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მისი თქმით, ის შეძლებს იმ სულისკვეთებით დაბრუნებას, რომელიც იყო 2012 წელს.

კითხვაზე, როგორ გაგრძელდება ღარიბაშვილის სამომავლო საქმიანობა, ქანთარიას თქმით, ის მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

„ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შემდგომში ალბათ მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას და ბუნებრივია, რომ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება, მაგრამ ეს მომავლის საკითხია“, - განაცხადა ქანთარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა