ბენზინგასამართი სადგურების  შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდება

დიზელში გოგირდის შემცველობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მიზნობრივი კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდება, შემოწმების მიზანი კი იმის დადგენაა, შეესაბამება თუ არა დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა ახალ რეგულაციებს.

„მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამით განისაზღვრა. ვინაიდან ნორმა ახალია ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით შევამოწმოთ ავტოგასამართი სადგურები,“- განაცხადა კორკოტაძემ.

გასულ წელს უწყებამ ჩაატარა მიზნობრივი კვლევა საწვავში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით. შედეგების მიხედვით, საწვავში ტყვიის შემცველობა არ ფიქსირდება.

ცნობისთვის, ავტოგასამართი სადგურები რეალიზაციისას საწვავის ხარისხის ნორმებთან შეუსაბამობის გამო 8 000 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან. ხოლო როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია 10 000 ლარია.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა