კრემლის პრესსამსახური - ვლადიმერ პუტინი და ანატოლი ბიბილოვი შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

კრემლის პრესსამსახური - ვლადიმერ პუტინი და ანატოლი ბიბილოვი შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„2019 წლის 6 მარტს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ანატოლი ბიბილოვი რუსეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ „მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებს და ასევე თანამშრომლობას სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“.

შეგახსენებთ, რომ პუტინი და ბიბილოვი ბოლოს ერთმანეთს 2018 წლის 24 აგვისტოს შეხვდნენ.