საკრებულოში სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ცნობით, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტთან დაკავშირებით საინტერესოა სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და მათი რეკომენდაციები.

„პროექტის კონცეფციაზე ყველა ვთანხმდებით. ამავე დროს, არის ბევრი ნიუანსი, რომლებზეც არასამთავრობო სექტორის პოზიცია მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია“, - განაცხადა შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

„ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ისაკაძემ შეხვედრის მონაწილეებს ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის სქემა გააცნეს, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. ბექა დავითულიანის განცხადებით, საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, MAN-ის ტიპის 90 ახალი ავტობუსი შევა ექსპლუატაციაში და მოხდება საპილოტე პროექტის მიმდებარე ტერიტორიის საჭირო რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთლიანად იზიარებენ მოსაზრებას, რომ ზონალური პარკირების სისტემის შემოღება აუცილებელია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან, სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. აღინიშნა, რომ გასათვალისწინებელია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც უკვე მოქმედებს ზონალური პარკირების სისტემა და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მოსაზრებები ჩამოყალიბდა. თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა A,B,C კატეგორიებად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე იქნება დაწესებული“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა