„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პლენარული სხდომის დარბაზი, სადაც პრეზიდენტი გამოდის, ბოიკოტის ნიშნად დატოვეს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ, ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას. იმის გამო, რომ ამისთვის დღეს არავინ დასჯილა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ივანიშვილის ხელისუფლებამ მეორე ტურში წინ წამოწია პროპუტინული ძალები და დაიწყო დაშინების კამპანია, ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოსტზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი, თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ, მისი პირველივე ნაბიჯები კი იყო საზოგადოების შეურაცხყოფის გაგრძელება, „ევროპული საქართველო“ იყენებს თავისი ბოიკოტის უფლებას და არ დაესწრება ამ სხდომას“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს