სალომე ზურაბიშვილი - სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობას, უსახლკარობას, დაავადებების სიხშირეს და სოციალურ დაუცველობას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევებად მიიჩნევს.

როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში, გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ვერ გახდა ამ წინსვლის თანამონაწილე.

„უმუშევრობა, უსახლკარობა, დაავადებების სიხშირე, სოციალური დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არაინკლუზიური მიდგომები დღევანდელი ჩვენი მთავარი, ვიტყოდი - სტრატეგიული გამოწვევებია. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. არსებობს პედიატრიული ონკოლოგიის არამომგებიანი ცენტრის მონახაზი, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას. მარიამ ჯაშთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტის პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარდგენას. ასევე, პრიორიტეტულია სოციალური სახლების მშენებლობა. ამ კუთხით ბევრი ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება შეგვიძლია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა