„საქსტატის“ ინფორმაციით, შარშან ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 977 ლარი შეადგინა

„საქსტატი“ საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარს გაუტოლდა და 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 77.2 ლარიანი ზრდა ფიქსირდება. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 977.2 ლარი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 67.9 ლარით მეტი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 288.8 ლარი,

• საშუალო ბიზნესი – 1 513.9 ლარი,

• მცირე ბიზნესი – 1 234.5 ლარი.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.6% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.2 % - მცირე ბიზნესზე, ანუ ჯამში დასაქმებულთა 63.8%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს.

2018 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7 %-ით აღემატება. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.6 % ქალია, ხოლო 59.4 % - კაცი.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 647 600 კაცი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 9.1%-ით გაიზარდა და 2 582.4 მლნ. ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (25.7 %), დამამუშავებელი მრეწველობისა (13.1 %) და მშენებლობის ( 10.6 %) საქმიანობების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (10.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 %) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.5 %).

რამაზ საყვარელიძე - პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო მარცხიანს გახდის ოპოზიციის მდგომარეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა