ზაქარია ქუცნაშვილი - დასაფიქრებელია, რამდენად უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაში მოემსახუროს

დასაფიქრებელია, რამდენად უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაში მოემსახუროს - სჯობს, მომსახურე სუბიექტად პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობა პრეზიდენტს დოკუმენტაციის მომზადებაში ტექნიკურ მომსახურებას არ უწევს.

“ისმის კითხვა, ვინ შეიძლება დაეხმაროს პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების უფლების რეალიზაციაში? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიმღებ პირად პრეზიდენტი რჩება, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ და გამორჩეულ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული - პატიმართა შეწყალება არ უნდა ჩაენაცვლოს ამნისტიას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას და სარჩელის ზომის შეცვლას. გამომდინარე აქედან, დაისმის კითხვა, ვინ შეიძლება დაეხმაროს პრეზიდენტს დოკუმენტების მომზადებაში და შეიძლება თუ არა ეს იყოს იუსტიციის სამინისტრო? სწორია პრეზიდენტის მიდგომა, რომ პატიმართა შეწყალება უნდა იყოს განსაკუთრებული და გამორჩეული შემთხვევა, თუმცა რამდენად უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს ამ უფლებამოსილების განხორციელებაში მოემსახუროს, ეს დასაფიქრებელი საკითხია. სჯობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩეს როგორც მომსახურე სუბიექტი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ასევე ისმევა კითხვა, რამდენად აქვს მთავრობას უფლებამოსილება ის ხარჯები გასწიოს, რომელიც სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტის მოვალეობაში შედის.

„არის მცირე უხერხულობა ხარჯების გამწევი სუბიექტის თაობაზე - პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ხარჯები პრეზიდენტის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პატიმართა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს