სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი „მომავლის ევროპელი“ გამოცხადდა

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის ესეების კონკურსი “მომავლის ევროპელი” - Imagining the European of the future? გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის შინაარსსა და მასში მონაწილეობის პირობებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ, 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრეს, სტუმრებმა მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხეს.

„კონკურსის “მომავლის ევროპელი” - Imagining the European of the future? ფარგლებში, მოსწავლეები შექმნიან ესეს სახის ნამუშევრებს, რომელშიც შეეცდებიან წარმოაჩინონ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია: ღირსების ხელშეუხებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ტოლერანტობა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კანონის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა და დისკრიმინაციის მიუღებლობა.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები. ასევე, კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, დაჯილდოვდება ევროპის საბჭოს მიერ გაცემული დიპლომით, რომლის გადაცემაც მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, ქ. სტრასბურგში, 70-ე საიუბილეო ღონისძიებაზე“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა