საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტსს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში, რომელიც პასუხობს საქართველოსა და ლიეტუვის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას, კულტურის, განათლების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქართული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. შესაბამისად, კოლეგებისაგან მიღებული რჩევები ძალიან საინტერესო და ღირებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა