ვანო ზარდიაშვილი - ეკა ბესელიას არ გააჩნია კომპეტენცია, რომლითაც ფასდება მოსამართლეები

ეკა ბესელიას არ გააჩნია კომპეტენცია, რომლითაც სასამართლო სისტემაში ფასდება მოსამართლეები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა. ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მისთვის ბესელიას იდეები უინტერესო და არასერიოზულია.

"გამორიცხული მგონია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის დაკნინება , რადგან ამას ამბობს კონსტიტუცია და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ის სპეკულაციები, რომ იუსტიციის საბჭო უნდა იყოს გათიშული ამ პროცესებიდან, არასერიოზული მგონია.

ეკა ბესელიას არ გააჩნია კომპეტენცია, რომლითაც სასამართლო სისტემაში ფასდება მოსამართლეები. გამომდინარე აქედან, ქალბატონი ეკას იდეები ნაკლებად მაინტერესებს სასამართლოსთან მიმართებაში“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ