ანონსი  8 მარტი

8 მარტს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება „მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს ფორუმი“. ღონისძიებას საქართველოს რეგიონებიდან 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრება.

მის.: რუსთაველის 40

8 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

8 მარტს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია განცხადებას გააკეთებს.

თემა: „პატრიოტთა ალიანსის“ აქციები ლევან მურუსიძის წინააღმდეგ. სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ცვლილებები მმართველ გუნდში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო პირი: 593 53 45 24

8 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის A კორპუსი, ოთახი 307.

8 მარტს, 15:00 საათზე, საპარლამენტო კონტროლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 მარტს, 16:00 საათზე, დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით, რუსთაველის მეტროდან დედაენის ბაღამდე მშრომელი ქალების მსვლელობა გაიმართებს, რომელსაც მხარს უჭერენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი “ერთობა 2013” და სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფი.

საკონტაქტო: ნენო ჩარკვიანი 598 99 07 71 (სოლიდარობის ქსელი);

8 მარტს, 19:00 საათზე, ქართულ–ევროპული სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: განათლების მინისტრთან და ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრის შედეგები.

მის:. მიცკევიჩის 27ბ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო