“ევროპული საქართველო“ პარლამენტს უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს

“ევროპული საქართველო“ პარლამენტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტს განსახილველად დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი “მიესალმება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დაფუძნებას და მიიჩნევს რა, რომ ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გამარჯვებასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ გადაგმულ დიდ ნაბიჯს, ულოცავს უკრაინელ ხალხს საუკუნოვანი ბრძოლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს“.

როგორც დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, პროექტის მიზანია, საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების პროცესში, რაც ნიშნავს უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რუსეთის ეკლესიისგან, როგორც რუსეთის აგრესიისა და იმპერიალისტური პოლიტიკის ინსტრუმენტისაგან გათავისუფლებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა