მამუკა ბახტაძე - რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რაც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში? არანაირი!

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში?! არანაირი! მაშინ რატომ ხდება ამ თემების აღრევა?!- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ დასმულ შეკითხვაზე.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს და განსაკუთრებით უფრთხილდება ყველა ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, თუმცა კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ნებისმიერი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს იქნება მამუკა ხაზარაძე, მამუკა ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა, თუ მას ექნება მცდელობა კონკრეტული შეკითხვის შემთხვევაში ეს შეკითხვა გადაამისამართოს სრულიად არასწორი და არარელევანტური მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს იქნება არასწორი და ეს იქნება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. მე ჩემს წინა გამოსვლაშიც განვაცხადე, რომ ის საქმე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის კონკრეტული საკითხი. იქ არის ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის საბანკო საქმიანობის იმ პრინციპებს, როგორ უნდა ხდებოდეს კორპორატიული მართვა და ა.შ. და მას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ამ პორტს უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება სრულიად არასწორად, არამართებულად ამ აქცენტების გადატანა“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, „თიბისი ბანკის“ ტრანზაქცია, ანაკლიის პორტი და წერილის საქმე ერთმანეთისგან უნდა განცალკევდეს.

„მე მაქვს განცდა, რომ აუცილებლად, მათ შორის საინფორმაციო ველში უნდა მოხდეს განცალკევება „თიბისი“ ბანკის საქმის, რომელიც არის ძლიერი და მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, ანაკლიის პორტის, რომელიც არის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ეკონომიკისთვის. მესამე - ეს არის ცალკე არსებული საქმე, რომელზეც ბუნებრივია, არსებობს საჯარო ინტერესი და ბუნებრივია, პროკურატურა იქნება თუ სხვა საგამოძიებო ორგანო, ინტენსიურ რეჟიმში უნდა ახდენდეს მოქალაქეების ინფორმირებულობას ამის შესახებ. ეს არის სამი სხვადასხვა საკითხი, რომელთა აღრევა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არ იქნას გაცემული შეკითხვებს პასუხი. ეს შინაარსობრივი და ეკონომიკური მოდელის თვალსაზრისით არის სამი სხვადასხვა საკითხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა