ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქალებს 8 მარტი მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბათუმში, გამართულ ქალ მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას, რომელიც უკვე მესამედ გაიმართა, სხვადასხვა რეგიონიდან 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო. ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას რვა მარტი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის, რომელიც განვითარების აქტიურ ფაზაზეა, მნიშვნელოვანია, რომ ქალები ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისათვის ქალების გაძლიერება განსაკუთრებული პრიორიტეტია როგორც სამშვიდობო პროცესებში, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„დღეს ბათუმში სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილნი არიან ძალიან აქტიური ქალბატონები, რომლებიც სწორედ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში არიან ჩართულნი. მათ შორის არიან ქალბატონები აფხაზეთიდან - დევნილები, კონფლიქტით დაზარალებულები. ვცდილობთ, რომ ჩვენი პოლიტიკით ისინი გავაძლიეროთ. სპეციალური პროგრამები გვაქვს, რომლებიც იქითკენაა მიმართული, რომ ქალ მეწარმეებს, მათი მხრიდან ბიზნესის წამოწყებას ხელი შეუწყოს.

„ამ 25 წლის განმავლობაში ქალებმა, ფაქტობრივად, საკუთარ ზურგზე გადაიტანეს ის ტვირთი, რომელიც ქვეყნის სოციო-ეკონომიკური პრობლემების დაძლევას უკავშირდებოდა და ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმ წერტილამდე, სადაც ჩვენ ყველას ერთად გვინდა მისვლა. დარწმუნებული ვარ, ძლიერი ქალბატონები მომავალშიც დიდ როლს ითამაშებენ. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და ეს დღე აქედან მივულოცო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქალებს, მათ შორის, გალსა და ახალგორში მცხოვრებლებს, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ. ჩვენი ფიქრიცა და საქმიანობაც, ყოველდღიურად, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალისხმევა საბოლოოდ შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ღონისძიება ყოველწლიურად ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა