„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი საღამოს დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქის, 30 წლის მამაკაცის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, მისი ვაჟი წუხელ შინ არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, შვილი ბოლოს საღამოს ნახა, შემდეგ ის დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

როგორც გატაცებულის დედა აცხადებს, დღეს, 10:50 საათზე, სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სხვა დამატებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. ისინი დაკითხვის დასრულებას გლდანში მდებარე პოლიციის შენობასთან ელოდებიან.

რაც შეეხება მეორე გატაცებულს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალიც დაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

იხილეთ ვიდეო:

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს