ეკა ბესელია - ვითარება არის ისეთი, რომ საჭიროებს ცვლილებებს, არ იგრძნობა ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა

ვითარება არის ისეთი, რომ საჭიროებს ცვლილებებს. არ იგრძნობა ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა, არ იგრძნობა იმ პრობლემებზე რეაგირება , რაზეც საზოგადოება სწუხს,-ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტებმა ბესელიას ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, იგეგმება სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლა.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თეა წულუკიანს არ ეხება ნამდვილად, მაგრამ ცვლილებების საჭიროებაზე დაფიქრებაც კი არის შეუთავსებული მოცემულობასთან. ვითარება არის ისეთი, რომ საჭიროებს ცვლილებებს. არ იგრძნობა ენერგია და არ იგრძნობა სიცოცხლისუნარიანობა, არ იგრძნობა იმ პრობლემბზე რეაგირება , რაზეც საზოგადოება სწუხს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, თუ როგორ აისახება თეა წულუკიანის სავარაუდოდ თანამდებობიდან წასვლა გუნდზე , ეკა ბესელია პასუხობს, რომ მას დიდხანს მოუწია მუშაობა წულუკიანთან და მასზე ცუდის თქმა გაუჭირდება.

„თეას წასვლასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ის ერთ -ერთი წარმომადგენელია, რომელსაც აქვს გამოცდილება და ამ გამოცდილების გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე შესაძლებელია”, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა