ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტები სტატუსის აღდგენას და  უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტები სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა და სტუდენტებმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უნივერსიტეში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია-აკრედიტაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა ვადაზე ადრე მათთან შევიდა მონიტორინგის სამსახური და სასწავლებელს სტატუსი 4 მარტს შეუჩერა. შესაბამისად, სწავლის პროცესი დაიხურა. სტუდენტებს კი დღეიდან სტუდენტური სტატუსი შეუჩერდათ.

„უნივერსიტეტს სტატუსი 4 მარტს შეუჩერდა და მიზეზად დასახელდა ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ვერ გაგვყავს შედეგზე. ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით. არ არის სიახლე და ეს ინფორმაცია ჩვენგან განათლების სამინისტროსაც ჰქონდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა კოკა ჯახუტაშვილმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი 2013 წელს დაფუძნდა და იქ სულ 500–მდე სტუდენტი სწავლობს. მათგან ნახევარი, 250 სტუდენტი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

ჯახუტაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სტუდენტები მანამდე სამ სხვა უნივერსიტეტში სწავლობდნენ, რომლებიც ასევე დაიხურა. მათი უნივერსიტეტი უკვე მეოთხეა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დახურვის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღიათ. ამ საკითხზე ისინი განათლების მინისტრისაც შეხვდნენ, თუმცა მისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მივიღეს.

„მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ შევხვდებით ამავე მიზეზით დახურული სამი უნივერსიტეტის რექტორებს. ვითხოვთ შეხვედრებს ასევე პარლამენტში. კერძოდ, შევხვდებით პარლამენტარ ირმა ინაშვილს, რომელიც განათლების კომიტეტის წევრია“, – განაცხადა ჯახუტაშვილმა.

სტუდენტები სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა