ანონსი 11 მარტი

11 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ვორქშოპი „არავინ დატოვო განათლების მიღმა“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ბაგა-ბაღების სააგენტოების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი: თინა დონაძე – 599 678 708.

11 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტის წევრები ფინეთის დელეგაციას შეხვდებიან

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

11 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: ორგანული კანონის პროექტის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების გაცნობა.

საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

11 მარტს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მედიაცენტრ “მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 10-კილომეტრიანი საცობი, საგანგაშო მდგომარეობა ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11-14 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 26 ქვეყნის - ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, აზიისა და ოკეანეთის, მეცნიერები მიიღებენ. კონფერენციაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებასა და მავნებელთან ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელებენ.

11 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 2018 წელი (წინასწარი მონაცემი)

მის: ცოტნე დადიანის #30 (სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

11 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორის ვაჟა იორდანაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ავტომანქანების ინსპექტირებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება გამონაბოლქვს, დაბურულ და გაბზარულ შუშებს და ტაქსებს; ინსპექტირების შედეგები და დახარვეზებული ტრანპორტი.

მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ბიზნესმენი, კომპანია „ზეარისის“ ხელმძღვანელი გოჩა ფიფია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბიზნესგარემო საქართველოში. „გირჩის“ მიმართვა ბიზნესმენებს. TBC ბანკის საქმე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი: ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

11 მარტი, 11:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

11 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტის, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცეპრეზიდენტის პაატა ბაირახტარის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიზნესგარემო საქართველოში - ბიზნესმენების ბოლოდროინდელი განცხადებები, „გირჩის“ მიმართვა ბიზნესმენებს. TBC ბანკის საქმე. საბანკო რეგულაციები და მათი გავლენა ეკონომიკაზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11 მარტს, 12:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე: „ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო (1918-2018)“.

მის: პაატა სააკაძის #1

საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია, 595 519451

11 მარტს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი, კომპანია „იკონია კაპიტალსის“ წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების #2

11 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

11 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი

11 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11 მარტს, 12:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - „მავთულხლართების ზონა - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამყოფ ხაზებზე“ გამართავს.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, ეროვნული ბიბლიოთეკის III (ადმინისტრაციული) კორპუსის საკონფერენციო დარბაზი;

11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თემა: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართს გადასცემს.

მის: სანაპიროს 4 (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

11 მარტს, 12:00 სათზე, საიაში სპეციალური განცხადება გაკეთდება.

თემა: რა პრინციპით ირჩევდა განათლების სამინისტრო სკოლებს ინსპექტირებისთვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

მის: კახიძის #15

11 მარტს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, თამთა შამათავა ბრიფინგს გამართავს.

თემა-ნეპოტიზმი - სამინისტროს მაღალჩინოსნების ცოლები

მის.:ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო პირი: თამარ ჯინჭარაძე 551662525

11 მარტს, 13.00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების რეფორმის ფარგლებში, გადამზადების პროგრამებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს.

ადგილი: ტექნოპარკი

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა #7

11 მარტს, 13:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლაში ჩაატარებს პედაგოგთა პროფესიული ტესტირების აპრობაციას. პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე დაესწრება. ცენტრის დირექტორი მედიის წარმომადგენლებისათვის გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გააკეთებს კომენტარს.

მის.: ქ. ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა (ა. წერეთლის N4).

11 მარტს, 14:00 საათზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამათავს.

თემა: სამეფო ოჯახის დაპირისპირება - რას ედავება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 მარტს, 15:00 საათზე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსის „მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაწყება.

მის.: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი (თბილისი), ვიზიტორთა ცენტრის საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო პირი: ეკა ჯანელიძე - 577990177

11 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

11 მარტს, 16:00 საათზე, დეპუტატი ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.

მის.: საქართველოს პარლამენტი, მედიის ოთახი.

11 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის მერიის ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება წარადგენს პროექტს „ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება“. პროექტი განხორციელდება ევროკავშირის პროგრამის - Erasmus + გრანტის ფარგლებში.

მის.: ეგნატე ნინოშვილის N8 („ფაბრიკა“)

11 მარტს, 17:30 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით, „რესპუბლიკაში“ კონკურსის - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიას გახსნიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

საკონტაქტო პირი: გიორგი კოპალეიშვილი595 29 89 89

11 მარტს, 18:00 საათზე, კანონპროექტი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და კრიტერიუმებს ცვლილებების ინიციატივის ავტორები ადვოკათთა ასოციაციის წევრებთან, განხილვას გამართავენ.

საქართველოს პარლამენტი ბაგრატოვანთა დარბაზი

11 მარტს, 19:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დარამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. დამდგმელი რეჟისორი საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

მის.: დიმიტრი უზნაძის №68

საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი 599139914