კობა ნარჩემაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე და ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუერთდები

საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას გამორიცხავს.

„უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მაჟორიტარი, ამ ეტაპზე ჩემთვის უფრო კომფორტული იქნება იმ პასუხისმგებლობების და ვალდებულებების შესრულება, რაც მაქვს მოსახლეობის წინაშე. ჯერჯერობით ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელ რეჟიმში, შემდეგ ვნახოთ. ჯერ გარკვეულ გადაჯგუფებაზე ჩემი მხრიდან საუბარი ნაადრევია.

მიუხედავად იმისა, რომ დისკურსი ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ძლიერია, ზოგადად მოთხოვნილება მესამე ძალის არის საკმაოდ დიდი და ამისთვის არის ვრცელი არეალი. საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ მოახერხებს თავისი თავის შეთავაზებას მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ მოძველებული დღის წესრიგით, ლანძღვით, არაოპონირების რეჟიმით, ამის გაკეთება ცუდიცაა და შეუძლებელიც, რადგან მოსახლეობა ითხოვს სხვას. მოსახლეობა ითხოვს საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოსახლეობას აინტერესებს ვის როგორ შეუძლია მის წინაშე არსებული ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს