საათობრივი პარკირების საკითხმა თბილისის საკრებულოს კომისიის სხდომაზე  კამათი გამოიწვია

თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის კომისია კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საფასურის ოდენობის დადგენის საკითხზე მსჯელობს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ხელმძღვანელობს. საკითხის განხილვაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და სხვა პირები მონაწილეობენ.

საკითხის განხილვას კამათი მოყვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე პარკირების საფასურის შემოღება მოსახლეობას ტვირთად დააწვება.

თბილისის მერიის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მართვას ემსახურება. კერძოდ, ავტომანქანების რაოდენობის შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მისივე განმარტებით, განვითარებულმა ქალაქებმა სწორედ ასეთი მოდელები გამოიყენა, რათა დაარეგულიროს ავტომანქანების რაოდენობა. მისივე განმარტებით, საათობრივი ტარიფი 3 ლარზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული. ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტარიფი ინდივიდუალურია და მისი გამოანგარიშება ქუჩის სპეციფიკის გათვალისწინებით მოხდება.

"მოდით, ტარიფის ოდენობა იყოს ცოტა, რათა მძღოლმა ფულის გადახდა შეძლოს, მართებული არ არის. აღნიშნული მოდელის შემოღების მიზანი არ არის მარტო თანხის მოკრება, არამედ ავტომანქანების რაოდენობის დარეგულირება", - განაცხადა ხმალაძემ. მისივე თქმით, საათობრივი პარკირების დასანერგად, ტურისტული არიალი - კოტე აფხაზის ქუჩა და მისი მიმდებარე ქუჩები აიღეს. ამასთან, 1 ივლისამდე მოხდება თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა და შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესდება. ხმალაძემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საფასურის გადახდა მობილური აპლიკაცით, ასევე, გადახდის აპარატებით მოხდება, რომლებიც პარკირების ადგილებიდან 50 მეტრში განთავსდება. პარკირების საფასური უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და ქუჩის მცხოვრებლებისათვის. კომისიის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს