კახი კალაძე „თიბისი ბანკის“  საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს,- ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვერ ვხედავ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ ამ კონკრეტულ საქმეს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითრებული მოვლენები და ანაკლიის პორტის პროექტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კალაძის თქმით, ხელისუფლება პროექტის მშენებლობას ხელს მაქსიმალურად უწყობს.

„იმ კონკრეტულ საგამოძიებო წამოწყებას, რომელიც შესაბამისმა სამსახურმა წამოიწყო მამუკა ხაზარაძის მიმართ, მასთან ანკალიას საერთოდ არ აქვს კავშირი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ხდება იმისთვის, რომ განხორცილედეს ანაკლიის პორტის პროექტი“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა