ანონსი  12 მარტი

12 მარტს, 9:00-17:00 საათამდე, თბილისში, სასტუმრო რედისონში კონფერენცია „ქართული ხილი და კენკრა“ გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, FAO-ს, EBRD-ს და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

12 მარტს, 09:30 საათზე, დეპუტატები ეკა ბესელია ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრას გამართავენ.

თემა: კანონპროექტი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და კრიტერიუმებს

მის: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ნინო ჩხეიძის ქ. 38

12 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

მის: ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

12 მარტს, 10:00 საათზე, საია „ევროპის საბჭოსთან“ ერთად გამართავს კონფერენციას : „სიძულვილის ენა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე“

მის: მერაბ კოსტავას #14 (Rooms Hotel Tbilisi)

12 მარტს, 10:30 საათზე გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, საქართველოს საფონდი ბირჟა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ უმასპინძლებენ.

მის: 26 მაისის მოედანი 1. (სასტუმრო ჰოლიდეი ინნ)

12 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მართავს კონფერენციას, თემაზე - არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევები.

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, 593 73 75 03

12 მარტს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გერმანელი ქართველოლოგის პროფესორ იოსტ გიპერტის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაცისთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას ატარებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი პროფესორი მანანა თანდაშვილი

მის: თბილისი, 0107, გუდიაშვილი ქუჩა 7

საკონტაქტო პირი: 595 06 46 12

12 მარტს, 11:00 საათზე, დამოუკიდებლი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსში გამარჯვებულებს სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოებს.

მის: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (რუსთაველის გამზ. N6)

12 მარტს, 11:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების გაცნობა“.

მის: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307

12 მარტს, 11:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს

მის: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

12 მარტს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები. მოსამართლეების შერჩევის თემა. ეკა ბესელიას მოთხოვნა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 მარტს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა.

მის: ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

12 მარტს, 12:00 საათზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო „Hotel Costé“-ში პრესკონფერენციას გამართავს და მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.

თემა: “სასამართლოს თავმჯდომარეების მონაწილეობა საქმეთა განხილვის პროცესში“.

მის: ქ.თბილისი, კოსტავას №45ა (ფილარმონიასთან)

საკონტაქტო პირი: 599 291202

12 მარტს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: გამოცდები 2019 - რეგისტრაცია.

მის: მინდელის N9

12 მარტს, 12:00 საათზე, პირველი დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, რომლის დროსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მიმართავს და ეროვნულ ბიბლიოთეკაში შერჩეულ საუკეთესო ნაშრომების ავტორებს დააჯილდოვებს.

12 მარტს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ყოფილ წევრი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი. ეკა ბესელიას მოთხოვნა და ხელმოწერების შეგროვება. შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 მარტს, 12:30 საათზე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლები, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით აქციას გამართავენ.

თემა: სახელმწიფოს მიერ საპენსიო ბანკის შერჩევის სატენდერო პირობების შეცვლა, პენსიონერთა სასარგებლოდ, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის სახით ჩართვა, „ლიბერთი ბანკის“ მეპატრონეს, ირაკლი რუხაძესა და ს.ს. „მაუდის“ ყოფილ თანამშრომლებს შორის არსებულ დავაში, მათთვის კომპენსაციების გადახდასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი (558 29 69 80)

12 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს

მის: ათონელის ქ. N 25 (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

12 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ინგოროყვას 7

12 მარტს, 18:00 საათზე, პირველი დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ფოიეში გამოფენა მოეწყობა. ასევე, იგეგმება რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლის ჩვენება. საიუბილეო საღამოზე მოწვეული სტუმრებისთვის გამართული საზეიმო მიღებით დასრულდება

18:00 საათზე, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და სპექტაკლი „ბედი ქართლისა“ გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს.

მის: შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი (რუსთაველის გამზ. N17)

12 მარტს, 18:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და სპექტაკლი „ბედი ქართლისა“ გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს.

12 მარტს, 19.00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, გენდერულ თანასწორობაზე 3-წუთიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

12 მარტს, 10:00 საათიდან ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიებები გაიმართება

10:00-10:40 საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.ადგილი: ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძ არი

11:30-11:45 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს

მის: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

12:00-12:10 ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

მის: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

12:10-12:20 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს

12:20-12:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესეების კონკურსში - ,,პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა - 100“, გამარჯვებულ სტუდენტებს და მოსწავლეებს სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოებს.

12:40-13:00 ერთობლივი ფოტოს გადაღება

მის: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (სასახლის ბაღში, კიბეებზე)

13:30-13:45 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სილიბისტრო ჯიბლაძის საფლავს ყვავილებით შეამკობენ.

მის: ვერის სასაფლაო

18:30-18:40 პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა.

მის: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი

19:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართვას. წარმოდგენილ იქნება თეატრალიზებული წარმოდგენა „ბედი ქართლისა“

მის: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი /დიდი დარბაზი/

12 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში ბრიფინგი გაიმართება.

მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ მობრძანდეთ 19:30 საათზე.

მის: კვინიტაძის N20

საკონტაქტო პირი: თეო ჭონიშვილი - 577 19 00 87; ლილი გოგოხია - 595 16 16 60

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა