ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება

სამწუხაროდ, ბოლო დღეებში მოვისმინე რეალობას, სიმართლეს და რაციონალურ მსჯელობას მოკლებული განცხადებები, რომელიც ანაკლიის მისასვლელ გზასთან დაკავშირებით ჩავარდნილ ტენდერებს უკავშირდება, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, დღემდე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

„ჩვენი სურვილია ხარისხიან და გამოცდილ კომპანიასთან გვქონდეს საქმიანი ურთიერთობა, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩავარდნილი ტენდერების დეტალური ანალიზის შედეგად შევიმუშავეთ ახალი წესი და გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს 2 ეტაპს. პირველი - ტექნიკური, ხოლო მეორე - ფინანსური შემოთავაზებების შერჩევა-შეფასების ეტაპია. ტექნიკურის კომპონენტის წილი არის 80 პროცენტი, ფასის წილი კი - 20 პროცენტი. ეს წესები, ქულების დაწერისა და შეფასების პრინციპი, პროპორცია, ყველა ასპექტი ეყრდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრაქტიკას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტექნიკური შემოთავაზებები 14 მარტს გაიხსნება, თვის ბოლომდე კი გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

„ყველას მინდა შევახსენო, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს ინიციატივაა და ნებისიმიერი შეფერხება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს. რამდენადაც ვიცი, კონსორციუმმა დარჩენილ 21 თვეში 300 ჰექტარ ტერიტორიაზე 600 მილიონი დოლარის პროექტი უნდა განახორციელოს და ბუნებრივია, ამ ციფრებთან შედარებით, 18 კმ გზის მშენებლობა ნამდვილად არ არის პრობლემა. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ეს გზა აშენდება“, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა - “ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრიანი გზის გაყვანა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა