წალკაში, ერთ-ერთი რესტორნიდან ფულის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ი.ჩ. ქურდობის ბრალდებით, წალკაში დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 მარტს წალკაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც რესტორნის მეპატრონის კუთვნილი დიდი ოდენობით ფული გაიტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, მოპარული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილს "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა