ირაკლი კობახიძე ბესელიას ინიციატივაზე - კონსტიტუციის თემა დახურულია, ჩვენ განვახორციელეთ რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება

კონსტიტუციის თემა არის დახურული, ვინაიდან ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ახალ ინიციატივას, რომელიც უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის შეჩერებასა და უკვე განწესებულთა სტატუსის შეჩერებას ეხება, რომლის მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებია განსახორციელებელი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას მოტივად პოლიტიკური ინტერესები უდევს.

„პოლიტიკური ინტერესია, ბესელიამ ცალსახად აღიარა, რომ ინიციატივა რაც მანამდე წარადგინა არაკონსტიტუციური იყო. რაც შეეხება თემას, კონსტიტუცია არის დახურული თემა, ვინადან ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება. ყველა ნორმა სწორედ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა“, - განაცახადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების და უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დეპუტატის მიერ წარდგენილი ინიციატივით, მოსამართლეთა უვადოდ განწესება შეჩერდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლამდე, რასაც დეპუტატი მათდამი საზოგადოების მხრიდან არსებული უნდობლობით ხსნის. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, კერძოდ კი, ცვლილება კონსტიტუციის 61-ე მუხლს შეეხება, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესს არეგულირებს და 63-ე მუხლს, რომელიც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს ეხება. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, რის გამოც მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი, მომავალი კვირიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს, ხოლო ინიციატივის დაზღვევის მიზნით, პარალელურ რეჟიმში მოქალაქეთა ხელმოწერებს შეაგროვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა